პროექტი" გრიბოედოვი და საქართველო " 2013-2014 სასწავლო წელი


           თემა: გრიბოედოვი  და  საქართველო (გეგმა)

თემის  აქტუალურობა:  საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა. რუსი მწერლების      სიყვარული საქართველოს მიმართ.
იდეა: მოსწავლეები  გაეცნობიან - რა როლი ითამაშა საქართველომ .გრიბოედოვის ცხოვრებაში.
     პროექტის  მიზნები: მონაწილეებმა წინარე ცოდნას და გამოცდილება აშენონ ახალი  ცოდნა. ინფორმაციაზე დაყრდნობით გააანალიზონ, ჩამოაყალიბონ გრიბოედოვის  ბიოგრაფიული ცნობები. მოსწავლეები ისტ-ის საშუალებით მოიძიებენ მასალებს ჭავჭავაძეების ოჯახის შესახებ, რა ვითარებაში მოხდა გრიბოედოვის დაახლოვება მაშინდელი თბილისის ამ ყველაზე საყვარელ და ცნობილ ოჯახთან. როგორ წარიმართა ნინოსა და ალექსანდრეს მომავალი ბედი. ვაჩვენოთ მომავალ თაობას  მე-19 საუკუნის რუსი და ქართველი ინტელიგენციის ურთიერთობა. ინფორმაციის მოძიების  უნარის  განვითარება.თანამშრომლობითი, შემოქმედებითი  და  საპრეზენტაციო  უნარის  განვითარება.

პროექტის  აღწერა:. პროექტში  მონაწილე  მოსწავლეები  იყოფიან  4 ჯგუფად.
 1-ლი  ჯგუფი ატარებს კვლევაძიებას  .გრიბოედოვის ცხოვრების  შესახებ. მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას  ალექსანდრე გრიბოედოვის ბიოგრაფიაზე, მის ნაწარმოებსა  და დიპლომატიურ კარიერაზე. წარადგენენ  ინფორმაციას  პრეზენტაციის  ხახით.
მე-2 ჯგუფი იკვლევს  პოეტის ურთიერთობას  ჭავჭავაძეების   ოჯახთან.  მოიძიებფოტო მასალას, ჩანაწერებს, სტატიებს. შექმნის  კედლის  გაზეთს.

მე-3 ჯგუფი ამზადებს მასალას  ალექსანდრესა და . ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორიაზე.  გააკეთებს ბუკლეტს.
მე-4 ჯგუფი აგროვებს  მასალას პოეტის  ტრაგიკულ სიკვდილზე.  გააკეთებს  ფოტოკოლაჟს და დაურთავს  მას  გრიბოედოვის  2ვალსს.
მონაწილეთა  ასაკი:  9 კლასი
ვადები / ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები\ პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან მე-19 საუკუნის რუსი და ქართველი ინტელიგენციის ურთიერთობებს. გამოუმუშვდებათ მაღალი სააზროვნო უნარი. გაეცნობიან  ნინოსა და ალექსანდრეს სიყვარულის ამბავს, მოიძიებენ ნინოსადმი მიძღვნილ წერილებს, ლექსებს, ამონარიდებს. თარგმნიან რუსულიდან ქართულად ან პირიქით, რაც დაეხმარება მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ყოველივე ეს ავითარებს წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს. ასევე შეიძლება გაკეთდეს ფოტო კოლაჟი,  კედლის გაზეთები,  ბუკლეტები, პრეზენტაციები. მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნის დონეს, გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოპოვებისა და პრეზენტაციის უნარ–ჩვევები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
       უცხ..V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი.
  უცხ..V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
უცხ..V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ..V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად.
ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს.
ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში.
მოჰყავს ფაქტები, მაგალითები, {საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას     

        პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა  ყარყარაშვილი 
ფასილიტატორის  ელ-ფოსტა:  xatunakarkarashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი:xatuna-proeqtebi.blogspot.com
            
მუშაობის  პროცესი:






პროექტის  პრეზენტაცია:


პროექტის შედეგად ნიღებული  პროდუქტები:

პირველი  ჯგუფის პრეზენტაცია


 ფოტო-კოლაჯი მწერლის ცხოვრებიდან
 მეორე  ჯგუფის  კედლის  გაზეთი:
 მესამე  ჯგუფის ბუკლეტი  და  კედლის  გაზეთი




მეოთხე ჯგუფის ფოტო - კოლაჯი
 
შეფასება


გაკვეთილი-პროექტის  ფოტო  და  ვიდეომასალა

 ანგარიში

Комментариев нет:

Отправить комментарий